უგო ჩავესის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტებმა

ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტებმა. სააგენტოები აფსნიპრესი და რესი იუწყებიან, რომ ალექსანდრ ანქვაბმა და ლეონიდ თიბილოვმა სამძიმრის წერილები გაუგზავნეს ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას მადუროს. ორივე წერილში მადლიერებაა გამოთქმული იმის გამო, რომ 2009 წელს უგო ჩავესმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.