კენიაში ვიცე-პრემიერი კენიატა გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ვიცე-პრემიერი უჰურუ კენიატა, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წაყენებული აქვს კაცობრიობის წინაშე დანაშაულთა ბრალდება. კენიის საარჩევნო კომისიამ შაბათს გამოაცხადა, რომ ორშაბათს ჩატარებული კენჭისყრისას, კენიატას ერგო ხმების 50,07%. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრი რაილა ოდინგა, რომელმაც ხმების 43,31% მიიღო. ოდინგა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და ის სასამართლოში გაასაჩივრებს შედეგებს. კენიაში 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებამ შეიწირა 1100-ზე მეტი ადამიანი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კენიატას ადანაშაულებს 2007 წლის ძალადობის წაქეზებაში.