პაპის არჩევის პროცესი დღეს იწყება

დღეს კარდინალები რომის კათოლიკური ეკლესიის 266-ე პაპს აირჩევენ. 48 ქვეყნის წარმომადგენელი 115 კარდინალი ხმის მიცემის პროცედურას შუადღეზე დაიწყებს. ახალი პაპის ასარჩევად 77 ხმა არის საჭირო. ყველაზე რეალურ კანდიდატებად იტალიელი ანგელო სკოლა და ბრაზილიელი ოდილო შერერი სახელდებიან. კენჭისყრა შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს.