ჩინეთის მაღაროში უბედურ შემთხვევას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთის პროვინცია გუიჟოუს მაღაროში უბედურ შემთხვევას 21 მაღაროელი ემსხვერპლა. ოთხ ადამიანს ეძებენ. სახელმწიფო მედიის ცნობით, 58-მა მაღაროელმა მაღაროდან თავის დაღწევა შეძლო. ჩინეთის მაღაროები დიდი ხანია ყველაზე სახიფათოდ ითვლება. გასულ თვეში ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გასულ წელს მაღაროებში მსხვერპლის რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდა და 1384 შეადგინა.