სასწრაფო დახმარების ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ისინი დაკმაყოფილდნენ იმით,რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს. ექიმების განცხადებით, ისინი სამსახურში აღდგენას სამართლებრივი გზით ეცდებიან.