ბაღდათის რაიონს ახალი გამგებელი ჰყავს

ბაღდათის რაიონის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ბაღდათის გამგებლის თანამდებობაზე მევლუდ კიკნაველიძე აირჩია. მევლუდ კიკნაველიძე კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კონკურსი საკრებულომ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, ბოლო ორი თვეა, ბაღდათის რაიონის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური იყო.