სომალიში მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას

სომალის პოლიციის ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას დედაქალაქ მოგადიშუში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად. ოფიციალური პირების ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, რვა ადამიანი. მათი უმრავლესობა იმყოფებოდა მიკროავტობუსში, რომელმაც ახლოს ჩაუარა დანაღმულ ავტომანქანას აფეთქების მომნენტში. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკისრება თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.