კვიპროსის ლიდერები დღეს ალტერნატიულ გეგმაზე იმსჯელებენ

კვიპროსის ლიდერები დღეს განიხილავენ ალტერნატიულ გეგმას ფინანსური კრახის თავიდან ასაცილებლად. პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი დღეს პარტიის ლიდერს წარუდგენს ”გეგმა ”ბ””-ს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ახალი გეგმა გულისხმობს საპენსიო ფონდების ნაციონალიზაციას, აგრეთვე ანაბრების დაბეგრვას, მხოლოდ - წინა გეგმასთან შედარებით დაბალი პროცენტით. კვიპროსის ფინანსთა მინისტრი თავის რუს კოლეგას შეხვდა და შესაძლო სესხის საკითხი განიხილეს. რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კვიპროსის ბანკებში 31 მილიარდი დოლარი აქვთ. კვიპროსს სჭირდება 6 მილიარდი ევროს მობილიზაცია იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან 10 მილიარდი ევროს სესხი მიიღოს.