ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები მის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვენ

Your browser doesn’t support HTML5

21 მარტს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ახალაიასა და იმ სხვა პატიმრებზე, ვინც უწინ სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობდა, ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა გლდანის მერვე საპყრობილის სხვა პატიმართა მხრიდან.