მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მარსაგიშვილმა (84) საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ფინალურ შეხვედრაში მარსაგიშვილი სომეხ მუსა მურტაზალიევს დაუპირისპირდა და მეტოქეს ორ პერიოდში (2:0, 2:0) შანსი არ დაუტოვა, რითაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მეორე ოქროს მედალია. მანამდე ჩემპიონობა გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60) და გენო პეტრიაშვილმა დაისაკუთრეს.