რომთან იმართება ორი პაპის ისტორიული შეხვედრა

დღეს შედგება რომის ორი პაპის საუბარი, რომელიც მიჩნეულია პირველ ასეთ შეხვედრად კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში. ახალი პაპი ფრანცისკე პაპის რეზიდენციაში, რომთან მდებარე კასტელ განდოლფოში შეხვდება თავის წინამორბედს, ყოფილ პაპ ბენედიქტე XVI-ს, რომელიც გასულ თვეში გადადგა. მას „ემერიტუსი პაპი“ ეწოდება. გადადგომის შემდეგ, ის კასტელ განდოლფოს რეზიდენციაში იმყოფება. ვატიკანი არ ახმაურებს, კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელებენ ახალი პაპი და მისი წინამორბედი.