პაკისტანში ავტობუსის ავარიის შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი

პაკისტანში, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად. უბედური შემთხვევა აღმოსავლეთში მდებარე პენჯაბის შტატში მოხდა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ავტობუსი, რომელშიც 65-მდე ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადაიჩეხა, დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.