ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილეობისთვის შვეიცარიაში გაემგზავრნენ სოხუმისა და ცხინვალის დელეგაციები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილეობისთვის შვეიცარიაში გაემგზავრნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციები. სააგენტოების რესის და აფსნიპრესის ცნობით, ოსური და აფხაზური მხარეები კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველოსთან გაფორმდეს ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტი. აფსნიპრესი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ მოსალოდნელია განხილვა წინადადებებისა, რომლებიც შეეხება ჟენევის დისკუსიების ჩატარების მეთოდის და საორგანიზაციო ფორმის შეცვლას.