საქართველოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ სტუმრობს

თურქეთში არსებულ ქართულ ეკლესიებთან და საქართველოში თურქულ მეჩეთებთან დაკავშირებით ერთობლივად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ხვალ ბათუმში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი გაიმართება, "ტრაპიზონის დეკლარაციის“ ფორმატში, რომელსაც საფუძველი 2012 წლის 8 ივნისს თურქეთის ქ. ტრაპიზონში ჩაეყარა. აღნიშნული დეკლარაცია ასახავს სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.