ჩინეთში ვერ მოხერხდა ცოცხლადგადარჩენილი მაღაროელების მოძებნა

ჩინელმა მაშველებმა ვერ მოახერხეს ცოცხლადგადარჩენილი მაღაროელების მოძებნა იმ 83 კაციდან, რომლებიც დაკარგულად ითვლებიან. პარასკევს ტიბეტის ავტონომიურ რაიონში მდებარე ერთ-ერთ სპილენძისმომპოვებელ მაღაროში გიგანტური მეწყერი ჩამოწვა. იმავე დღეს ჩინეთის პროვინცია გირინში ქვანახშირის საბადოში მომხდარ გაზის აფეთქებას 28 კაცი შეეწირა. მოხერხდა 13 მაღაროელის გადარჩენა. მსოფლიოში სამთომომპოვებელ წარმოებაში მომხდარი ავარიებით ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.