ერაყში მომხდარ ტერაქტში ხუთი ადამიანი დაიღუპა

ხუთი პოლიციელი დაიღუპა და 15 დაიჭრა ერაყის ქალაქ თიკრიტში მომხდარი აფეთქების შედეგად. ერაყის ხელისუფლების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე სატვირთო მანქანა თვითმკვლელმა მოიერიშემ პოლიციის შენობასთან ააფეთქა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თუმცა, ადრე მსგავსს თავდასხმებს ალ ყაიდის ფილიალი - „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მებრძოლები ახორციელებდნენ.