მოსკოვი თავისი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების პხენიანიდან ევაკუაციას გადაწყვეტს მას მერე, რაც გაარკვევს ყველა დეტალს, განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ლავროვის თქმით, რუსეთი მჭიდრო კავშირშია ჩინეთთან, აშშ-თან, ასევე სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან ჩრდილოეთი კორეის მიერ გამოცხადებული რეკომენდაციების თაობაზე, რომ ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამო საელჩოების ევაკუაცია მოხდეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ პხენიანის რეკომენდაციები აგრესიული რიტორიკის ნაწილია.