ირანში მიწისძვრამ ათობით ადამიანი შეიწირა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაიღუპა და 800 დაშავდა სამხრეთ ირანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, 6,3 სიმძლავრის მიწისძვრამ შეარყია რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ ბუშერიდან 90-მდე კილომეტრში, ირანის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის მახლობლად. ვრცელდება ცნობა, რომლის თანახმად, ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბუშერის ბირთვული რექტორი არ დაზიანებულა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მდებარე სოფლებში 10 000- მდე ადამიანი ცხოვრობს. ორგანიზაცია „ირანის წითელმა ნახევარმთვარემ“ რეგიონში მაშველები გააგზავნა.