აშშ: ჩრდილოეთ კორეა ახლოსაა ”საშიშ ხაზთან”

ამერიკა აფრთხილებს ჩრდილოეთ კორეას, რომ ის ახლოსაა ”საშიშ ხაზთან” და რომ ვაშინგტონი მზადაა ნებისმიერ პროვოკაციას გაუმკლავდეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ჩრდილოეთ კორეის ”ქმედებები არ უწყობს ხელს ფეთქებადი ვითარების განმუხტვას”. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვის და ვაშინგტონის პოზიციები არ განსხვავდება ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით.