სერბიაში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც ორი დღის წინ 13 ადამიანი დახოცა

სერბიაში საავადმყოფოში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც ორი დღის წინ 13 ადამიანი დახოცა ბელგრადიდან 50-მდე კილომეტრში მდებარე სოფელში. მან თავის მოკვლაც სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოათავსეს. ბელგრადიდან გავრცელებული ცნობით, 60 წლის ლიუბიშა ბოგდანოვიჩი, რომელიც ომის ვეტერანი იყო, ხუთშაბათს ნაშუადღევს გარდაიცვალა. მკვლელობების მოტივი უცნობი რჩება.