იაპონია ოკინავაზე სარაკეტო გადამტაცებს განალაგებს

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა იცუნორი ონოდერამ განაცხადა, რომ ტოკიო კუნძულ ოკინავაზე სარაკეტო გადამტაცების განლაგებას გეგმავს: ”თავდაცვის სამინისტრო ცდილობს გაარკვიოს რამდენად შესაძლებელია ადრინდელი გეგმის განხორციელება მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად. ამისათვის შევისწავლით აპრილში ნაჰასა და ჩინენში [ოკინავაზე] PAC-3 ტიპის სარაკეტო გადამტაცების განლაგების საკითხს”. იაპონიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შეუძლებელია ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვების ზუსტი დროის დადგენა. ამდენად, იაპონია სიფხიზლეს ინარჩუნებს.