ვაშინგტონი დღეს გამოაქვეყნებს რუსეთის სანქციადაწესებულ მოქალაქეთა სიას

ვაშინგტონი დღეს გამოაქვეყნებს რუსეთის იმ მოქალაქეების სიას, ვისაც ადამიანის უფლებების შელახვაში ადანაშაულებს და ვის მიმართაც, ”მაგნიტსკის აქტის” თანახმად, დაწესდება ფინანსური სანქციები და სავიზო აკრძალვა. ამ გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია რუსეთის მთავრობის განრისხება და ის საპასუხო სანქციებით იმუქრება.