თბილისში მიმდინარეობს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

თბილისში მიმდინარეობს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მე-6 შეხვედრა. დელეგაციებს საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები დავით ზალკალიანი და გოჩა ლორთქიფანიძე და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეები ტომას მელია და ერიკ რუბინი ხელმძღვანელობენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნება და პრესკონფერენციაა დაგეგმილი.