იაპონიის დასავლეთში ექვს ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ზოგიერთი შენობა დაზიანდა. იაპონიის სააგენტო „კიოდო“ იტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, არეალში მდებარე ატომური სადგური „იკატა“ არ დაზიანებულა.