ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გახდა. ოფიციალური მონაცემებით მან მცირე უპირატესობით - 300 ათასი ხმით გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 50,8 პროცენტი მიიღო, ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა კი 49,1 პროცენტი. კაპრილესი აცხადებს, რომ არ აღიარებს დამარცხებას, ვიდრე ყველა ხმა თავიდან არ დაითვლება.