ერაყში აფეთქებების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

კვირას მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შედეგად ერაყში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში მომაწილე ერთი კანდიდატი. ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულში განხორციელდა, სადაც ქუჩაში დატოვებულმა ბომბმა 5 პოლიციელი მოკლა. რამდენიმე საათით ადრე კი დიალას პროვინციაში აფეთქებულმა ბომბმა მოკლა ნაჯიმ ალ-ჰარბი, პოლიტიკოსი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში იღებდე მონაწილეობას. სულ, ბოლო დროს მომხდარი თავდასხმების შედეგად არჩევნებში მონაწილე 14 კანდიდატი დაიღუპა.