თბილისის მერია მზად არის, ხელი შეუწყოს შსს-ს მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაში

საქართველოს შსს-ს განცხადებითვე უპასუხა თბილისის მერიამ. ის აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, შეკრების ჩატარებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენცია შსს-ს კომპეტენციაა. ამასთან, თბილისის მერია აცხადებს, რომ მზად არის ხელი შეუწყოს სამინისტროს მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაში, ამ მიზნით დანიშნავს უფლებამოსილ წარმომადგენელს და ოფიციალურად აცნობებს, როგორც აქციის ორგანიზატორებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს.