დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია: უმაღლესი სასწავლებლები პოლიტიკური პროპაგანდის ადგილი არ არის

ნაციონალურ მოძრაობას უმაღლეს სასწავლებლებში პროპაგანდასა და აგიტაციაში ადანაშაულებს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია. მისი თავმჯდომარის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ლექსო კობაიძის ინფორმაციით, პარტიის ახალგაზრდა აქტივისტებმა სააგიტაციო აქციები გამართეს და სტუდენტებს 19 აპრილის შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. კობაიძის განცხადებით, მსგავსი რამ არცერთმა პარტიამ არ უნდა გააკეთოს, რადგან უმაღლესი სასწავლებლები პოლიტიკური პროპაგანდის ადგილი არ არის.