არგენტინაში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები ჩატარდა

არგენტინაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდეზ დე კირხნერის მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად. ქვეყნის დედაქალაქ ბუენოს აირესში შეკრებილი პროტესტანტები ქვაბებსა და ტაფებზე აბრახუნებდნენ და დროშებს იქნევდნენ. პროტესტის მიზეზი მთავრობის გეგმა გახდა,რ ომელცი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის რეფორმირებას, თუმცა ამას ინფლაციის მაღალი დონე და დანაშაულის ზრდა დაემატა. მსგავსი დემონსტრაციები არგენტინის ბევრ ქალაქში ჩატარდა.