ტამერლან ცარნაევის მეუღლის - კეთრინ რასელის ადვოკატმა მირიამ ვეიზენბაუმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კეთრინის ოჯახისთვის ”აბსოლუტური შოკის მომგვრელი იყო” ტამერლან ცარნაევის მონაწილეობა ბოსტონის მარათონზე მომხდარ აფეთქებებში. ადვოკატმა განაცხადა: ”როგორც დედა, და, შვილი და მეუღლე - კეთი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას იმ ტკივილისა და დანაკარგის გამო, რაც უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახებმა, სტუდენტებმა, სამართალდამცავებმა და საზოგადოებამ განიცადეს. ამ ტრაგედიის შემდეგ, ის, მისი ქალიშვილი და ოჯახი ცდილობენ მომხდარის გააზრებას”.