ბანგლადეშში 190-ს მიაღწია შენობის დანგრევისას დაღუპულთა რიცხვმა

ბანგლადეშელი ოფიციალური პირების ცნობით, 190-ს მიაღწია ოთხშაბათს მრავალსართულიანი შენობის დანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. შიშობენ, რომ ნანგრევებში ჯერ არ მიუგნიათ ყველა მსხვერპლისათვის. გრძელდება სამაშველო სამუშაოები. ბანგლადეშის გაზეთ „დეილი სტარის“ ცნობით, დაშავებულია 1000-მდე ადამიანი. შენობაში ტანისამოსის რამდენიმე საწარმო იყო განთავსებული. ხუთი თვეც არ არის გასული ბანგლადეშში ასეთივე ინციდენტის - შენობის დანგრევის შედეგად 112 ადამიანის დაღუპვის შემდეგ.