პრაღის ცენტრში მძლავრი აფეთქება მოხდა

პრაღის ცენტრში, ეროვნული თეატრის მიმდებარე არეალში, მოხდა მძლავრი აფეთქება. დაშავებულთა რიცხვი, ჩეხეთის ტელევიზიის ცნობით, 35-ია, მათ შორის ექვსი უცხოელია. ერთი ადამიანი მძიმე მგომარეობაშია. პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქება გამოიწვია გაზის გაჟონვამ. აფეთქების ტალღამ დააზიანა დივადელნის ქუჩაზე და მიმდებარე შენობების ფანჯრები. ევაკუიერებულია აფეთქების ადგილის გარშემო დიდი არეალი.