სირიის პრემიერზე თავდასხმა განხორციელდა

სირიის სახელმწიფო ტელევიზიით თანახმად, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვაილ ალ-ჰალკიზე თავდასხმის მცდელობა მოხდა. პრემიერი თავდასხმას გადაურჩა. დედაქალაქ დამასკის დასავლეთში, ქუჩაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის კორტეჟმა ჩაიარა, ბომბი აფეთქდა. არიან დაშავებულები, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. სირიის ტელევიზია მომხდარს ტერაქტს უწოდებს. ვარაუდობენ, რომ ის თვითმკვლელმა მოაწყო.