პაკისტანის სასამართლომ მუშარაფს კიდევ ორი კვირით გაუგრძელა პატიმრობა

პაკისტანის სასამართლომ კიდევ ორი კვირით გაუგრძელა პატიმრობის ვადა ქვეყნის ყოფილ მმართველ პერვეზ მუშარაფს 2007 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ რავალპინდის ანტიტერორისტულმა სასამართლომ მუშარაფის პატიმრობის 14 მაისამდე გაგრძელება მოითხოვა. გასულ კვირაში სასამართლომ 4 დღე მისცა ხელისუფლებას მუშარაფის დასაკითხად. მას ბრალად ედება ბჰუტოს დაცვის უგულებელყოფა. ბენაზირ ბჰუტო რავალპინდიში საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში მონაწილეობისას მოკლეს. პერვეზ მუშარაფს 4 მაისამდე შინაპატიმრობა აქვს მისჯილი სხვა საქმის გამო. მუშარაფი პაკისტანში გასულ თვეში დაბრუნდა ოთხწლიანი დევნილობის შემდეგ. მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა განზრახული.