დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა

გერმანიის ქალაქ დორტმუნდის საფეხბურთო კლუბი, "ბორუსია" ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალის მეორე მატჩში ის დამარცხდა მადრიდში, მასპინძელთა გუნდთან, "რეალთან", ანგარიშით 0:2, მაგრამ შინ დამაჯერებელმა გმარჯვებამ (4:1), მას ფინალის საგზური მოუტანა. ხვალ გამოვილინდება მეორე ფინალისტის ვინაობა, როცა ესპანეთის "ბარსელონა" და გერმანიის გუნდი, მიუნხენის "ბაიერნი" ითამაშებენ. მათი პირველი ნახევარფინალური მატში ბავარიელმა ფეხბურთელებმა მოიგეს ანგარიშით 4:0.