მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაში

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში, მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაში - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი იუწყება. ცნობის თანახმად, პრეზიდენტი დაესწრო საზეიმო ვახშამს, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ამერიკელი სენატორები, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.