დადგენილია ავღანეთში შაბათს დაღუპული უცხოელი ჯარისკაცების ვინაობა

ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერმა საერთაშორისო ძალებმა (ISAF-მა) დაადგინეს სამხრეთ ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ხუთი უცხოელი ჯარისკაცის ვინაობა: ხუთივე ამერიკული კონტინგენტის წარმომადგენელია. ისინი გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ შეიწირა. ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივნის განცხადებით, ინციდენტი შაბათს მოხდა ამ პროვინციის მაივანდის რაიონში.