პუტინი ავღანეთიდან ექსტრემიზმის რუსეთში გავრცელების საფრთხეს ხედავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა სამხრეთ რეგიონში უნდა გააძლიეროს უსაფრთხოება და ითანამშრომლოს ცენტრალური აზიის მოკავშირეებთან ავღანელი ექსტრემისტებისგან მომდინარე ძალადობრივი საფრთხის აღსაკვეთად. ოთხშაბათს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე პუტინმა აღნიშნა, რომ ნატოს სარდლობით მოქმედმა ძალებმა ავღანეთში ვერ შეძლებს საფრთხეების აღკვეთა და არსებობს საშიშროება, რომ ავღანეთის პრობლემების მის საზღვრებს გარეთაც გავრცელდეს. 2001 წელს რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის სარდლობით განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას ავღანეთში და მაგრამ მოსკოვი შიშობს, რომ 2014 წლისათვის ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის ძალების დაგეგმილი გაყვანის კვალობაზე რუსეთს მეტი საფრთხე დაემუქრება.