კიბერ-დამნაშავეთა ჯგუფმა 45 მილიონი დოლარის მოპარვა მოახერხა

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კიბერ-დამნაშავეთა ჯგუფმა 45 მილიონი დოლარის მოპარვა შეძლო სადებეტო ბარათების მონაცემთა ბაზის გატეხვისა და 25-ზე მეტ ქვეყანაში ათასობით ბანკომატიდან თანხის გამოტანის გზით. ასეთ ქვეყნებს შორისაა: საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია, პაკისტანი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები. ამერიკელი პროკურორები აცხადებენ, რომ ოპერაცია ორ ფაზად - დეკემბერსა და თებერვალში განხორციელდა. აშშ-ში დააკაბეს 7 პირი, რომლებიც კიბერ-დამნაშავეთა ქსელის ნიუ-იორკის ნაწილის წევრობაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბრალად ედებათ ბანკომატებიდან ერთ დღეში 2 მილიონ 800 ათასი დოლარის გამოტანაში. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეთა ქსელის აშშ-ში მოღვაწე ჯგუფის ლიდერი გასულ თვეში დომინიკის რესპუბლიკაში მოკლეს.