მიხეილ სააკაშვილი დღეს სტუდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. სააგენტოები მიხეილ სააკაშვილის ”ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვას ავრცელებენ, რომელშიც ის გამოთქვამს მზადყოფნას - სტუდენტების ყველა შეკითხვას უპასუხოს: ”თუ შეკითხვებს წინასწარაც მომწერთ, უკეთ მომზადებული მოვალ მათზე საპასუხოდ. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ სტუდენტები არ მიმართავთ თვითცენზურას და თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დამისვამთ თუნდაც იქვე მოფიქრებულ შეკითხვებს", - ნათქვამია პრეზიდენტის სტუდენტებისადმი მიმართვაში.