გავლენიანი ჩინელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჩინეთის ხელისუფლებამ განვითარებისა და რეფორმების ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ლიუ ტინანიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას ბრალი კორუფციაში ედება. როგორც ჩინური მედია იტყობინება, ჩინოვნიკი ”დისციპლინის დარღვევაშია” ბრალდებული, თუმცა ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია კონკრეტულად რა დანაშულზეა საუბარი. გასულ წელს ჟურნალისტებმა მაღალჩინოსანი კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში, პლაგიატსა და საყვარლის მოკვლით მუქარაში ამხილეს.