სოჭის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისათვის უვიზო რეჟიმი იმოქმედებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, უვიზო რეჟიმი წესდება სოჭის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისათვის - სპორტსმენების, მწვრთნელების, მსაჯებისა და ოფიციალური დელეგაციებისათვის. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ პუტინის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. სოჭში 2014 წლის 7-23 თებერვალს გაიმართება ზამთრის ოლიმპიური თამაშები.