მიანმარის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა

მიანმარის სანაპიროსთან კატასტროფა განიცადა სამგზავრო ბორანმა, რომელზეც 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერს იუწყებიან. ბორნით ხდებოდა რაკჰაინის შტატის მკვიდრთა ევაკუაცია, მოსალოდნელი ქარიშხალის გამო.