მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს პრეზიდენტის სახელით გაიმართა მიღება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა - ამის შესახებ დღეს იუწყება პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი. ამავე წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა რეგიონში აშშ-ის განსაკუთრებულ როლზე და ხაზი გაუსვა ISAF-ის მისიაში საქართველოს წვლილს. ამერიკელი კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.