ჯომოლუნგმა პირველად დაიპყრო პაკისტანელმა ქალმა

მედიის ცნობით, 21 წლის სამინა ბაიგი პირველი პაკისტანელი ქალია, რომელმაც ფეხი შედგა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ჯომოლუნგმაზე. ცნობით, 8848-მეტრიან მწვერვალს, ბაიგმა, სხვებთან ერთად კვირას მიაღწია. მას ახლდნენ ორი ინდოელი, ახალგაზრდა ქალი, ტყუპი დები, ტაში და ნუნგში მალიკები. მათთან ერთად ჯომოლუნგმაზე ავიდა სამინას ძმა, მირზა. სამინა ბაიგის თქმით, მათ ეს მისია მიუძღვნეს ქალთა უფლებების გაფართოებას სპორტის ექსტრემალური სახეობების გზით. ბაიგი გაიზარდა პაკისტანის ჩრდილოეთში, ჰუნზას რეგიონში, რომელიც მაღალი მწვერვალებითაა გარშემორტყმული. გასულ შაბათს ჯომოლუნგმაზე ავიდა 25 წლის რაჰა მოჰარაკი, საუდის არაბეთიდან. მოჰარაკი არა მხოლოდ პირველი ქალია თავისი ქვეყნიდან, რომელმაც უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, არამედ ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია მთელ არაბულ სამყაროში მათ შორის, ვინც ეს შეძლო.