ბაღდადსა და ბასრაში შიიტთა უბნებს დაესხნენ თავს

ერაყის ოფიციალური პირების თანახმად, ერაყის შიიტთა უბნებში მოწყობილი თავდასხმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიხოცა. ორშაბათის ამ თავდასხმებისას, როცა აფეთქებები მოხდა ავტობუსის სადგურში, ასევე ღია ბაზრებზე, 70 ადამიანი დაშავდა. ქალაქ ბასრის შიიტური უმრავლესობით დასახლებულ არეალებში ორი მანქანის აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. სუნიტურ უმცირესობასა და შიიტთა უმრალესობას შორის დაპირისპირება უცხოეთის ჯარების ერაყიდან გასვლის შემდეგ, ამ ეტაპზე, უკიდურესად გამწვავდა.