შორეულ აღმოსავლეთში მძლავრი მიწისძვრა მოხდა

რუსეთის რეგიონ პამჩატკაში მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ, დაახლოებით ექვს საათზე ადგილობრივი დროით, ასეულობით ადამიანი აიძულა დაეტოვებინათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები. მიწისძვრის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან 560 კილომეტრში იყო, 600 მეტრის სიღრმეში. ეპიცენტრში მაგნიტუდა უდრიდა 7 ბალს, რეგიონის დედაქალაქში ბიძგების სიმძლავრე 5 ბალი იყო.