ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში თალიბებმა თავდასხმა მოაწყვეს

ავღანეთის ღაზნის პროვინციაში, შაბათ დილით 40-მდე მეამბოხე დაესხა თავს ავღანეთის ადგილობრივი პოლიციის საგუშაგოს. შეტაკებისას მოკლეს საგუშაგოს მეთაური, დაჭრილია კოალიციური ჯარის ერთი სამხედრო. ცნობით, დახოცეს 20 თავდამსხმელი, 17 დაჭრეს. ოთხსაათიანი სროლის შემდეგ თალიბებმა უკან დაიხიეს.