ლონდონში, ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუს შემდეგ, დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი

ლონდონში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც „ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუს შემდეგ მაუწყებლის შენობაშივე დააპატიმრეს. აბუ ნუსაიბამ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, რომ ბრიტანეთის სადუმლო სამსახური ცდილობდა გადაებირებინა თანამშრომლობისთვის მაიკლ ადებოლაჯო, 22 მაისს სამხედრო პირის მოკვლაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი. პოლიციამ განაცხადა, რომ ნუსაიბა ეჭვმიტანილია „ტერაქტების განხორციელებაში, მომზადებასა და წაქეზებაში“. დაკავებულმა ინტერვიუში თქვა, რომ ვითომ ადებოლაჯოს, რომელიც ნახევარი წლის წინ კენიას სტუმრობდა, ჩამოსვლისთანავე, შესთავაზეს ინფორმატორობა, მაგრამ მან უარი თქვა. 22 მაისს ლონდონში ორი შავკანიანი კაცი, რომლებიც დანით და ნაჯახით იყვნენ შეიარაღებული, თავს დაესხნენ 25 წლის ჯარისკაცს, ლი რიგბის და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. თავდამსხმელებმა არც კი ისურვეს გაქცევა, მაგრამ დაკავებისას წინააღმდეგობა გასწიეს და პოლიციამ მათ ესროლა. ორივე ეჭვმიტანილი ახლა საავადმყოფოში იმყოფება.