ევროპის ჩემპიონთა თასი "ბაიერნმა" მოიპოვა

ლონდონის "უემბლის" სტადიონზე დასრულდა ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალური მატჩი. მიუნხენის (გერმანია) "ბაიერნმა“ დაამარცხა მეტოქე, ასევე გერმანული გუნდი, დორტმუნდის „ბორუსია“ - 2:1. სამივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. გამარჯვების ბურთი ბავარიელმა ფეხბურთელებმა მატჩის მიწურულს გაიტანეს.